გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ონიაშვილის განცხადებით, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან, შეიარაღებული პირების მიერ ორი პიროვნების დაბრუნების საკითხზე, ყველა უწყება უკვე ჩართულია და მუშაობენ მათ ოჯახში მალე დაბრუნებისთვის.
”ჩვენივე მხარის კონტროლირებად ტერიტორიიდან წაყვანილ იქნა ორი მოქალაქე. ამჟამად ყველა ის უწყება, რომელიც ამ პროცესში შეიძლება ჩართული იქნას, უკვე ჩაყენებულია საქმის კურსში და მიმდინარეობს ღონისძიებები იმისთვის, რომ დროულად დაუბრუნდენ ოჯახებს”, _ აცხადებს დავით ონიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან შეიარაღებულმა პირებმა ორი ადგილობრივი, 75 წლის მურაზ ჯავახიშვილი და 41 წლის ივანე სეხნიაშვილი დააკავეს. როგორც სოფელში ვარაუდობენ, ორივე მათგანს სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დასდებენ ბრალს.