რუსმა ჯარისკაცებმა დღეს დილით კიდევ ორი ადამიანი გაიტაცეს ოკუპირებული სამხერეთ ოსეთის ტერიტორიაზე.
,,რუსთავი 2”- ის ინფორმაციით, სოფელ ბერშუეთიდან დაკარგულია ორი მწყემსი, რომლებსაც საქონელი საძოვარზე ჰყავდათ გაყვანილი.
75 წლის მურაზ ჯავახიშვილისა და 41 წლის ივანე სეხნიაშვილის ოჯახებს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.