საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილურმა ოპერატორმა ბილაინმა, მომხარებელს ახალი უპრეცედენტოდ დაბალი ფასი შესთავაზა საერთაშორისო ზარებზე.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიიდან აცნობეს, დღეიდან, ნებისმიერ აბონენტს, ვინც გაიაქტიურებს მომსახურებას " საერთაშორის ზარები" შესაძლებლობა ექნება პირველივე წუთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში ნებისმიერი მიმართულებით , ფიქსირებულ თუ მობილურ ტელეფონზე, წუთში 8 თეთრად ისაუბროს, ევროპის ნებისმიერ წერტილში, წუთში 35 თეთრად, ხოლო ყოფილი დსთ-ს სივრცეში, წუთში 27 თეთრად.
სერვისის გააქტიურება შესაძლებელია ნომერზე 067409045 დარეკვით , ან სმს-ის გაგზავნით მოკლე ნომერზე : *110*045#. სერვისის გააქტიურების ღირებულება 2 ლარია, მომსახურება აქტიურია 30 დღის განმავლობაში.
" ბილაინის ახალ და არსებულ აბონენტებს კიდევ ერთი მათზე მორგებული სერვისი შევთავაზეთ. გამოვავლინეთ ის მიამრთულებები , სადაც საქართველოდან ყველაზე ხშირად რეკავენ და ამის შედეგად , შევიტანეთ ცვლელებები მომსახურებაში " საერთაშორისო ზარები" , _ განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეონა ბაღდავაძემ.
სერვისის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ბილაინმა თითქმის 12 -ჯერ გააიაფა, ზოგიერთი მიმართულებით საერთაშორისო ზარების ღირებულება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბილაინის აბონენტებს, არ უხდებათ არანაირი სააბონენტო, ან დღიური მომსახურების თანხის გადახდა. რაც კიდევ უფრო უადვილებთ მათ, უკეთ აკონტოლონ სატელეფონო კავშირებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტი." - განაცხადა თეონა ბაღდავაძემ.