ცხინვალი ე.წ. საზღვარს 2 დღით ჩაკეტავს.
ოსური მედიის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ საზღვარს 25-26 აგვისტოს ჩაკეტავს.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, რომ ღონისძიება რუსეთის მიერ ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარების მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით იგეგმება.
ე.წ.საზღვარზე მიმოსვლა 27 აგვისტოდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება.