ცხინვალის ციხეში 13 ქართველი რჩება. ამის შესახებ სამი გათავისუფლებული ქართველის დაკითხვის შემდეგ გახდა ცნობილი.
გათვისუფლებული გენადი წიკლაურის, ლევან ბიგანიშვილის და ჯამლეტ ჯამრიშვილის დაკითხვა გუშინ გორის პოლიციაში გვიან ღამემდე გრძელდებოდა.
მათი თქმით, დაკავებულთაგან ზოგიერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ისინი სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.
ცხინვალის რეჟიმმა უკანონო ტყვეობაში მყოფი სამი ლამისყანელი ქართველი გუშინ გაათავისუფლა. მათი გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა, თომას ჰამერბერგმა ცხინვალში გამართულ მოლაპარაკებებზე მიაღწია.