ეკოლოგიური ტურიზმის ბრუნვამ, უახლოეს 6 წლის განმავლობაში, შესაძლოა წლიურად, 470 მილიარდდოლარიან ბრუნვას მიაღწიოს.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკოტურიზმის საერთაშორისო საზოგადოება ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალმა "ფორბსი" მსოფლიოს ყველაზე მწვანე მარშრუტები დაასახელა, რომელსაც ბუნებაში დასვენების მოყვარულები ირჩევენ.
ათეულში შევიდა ბაჰამაზე კერძო კუნძული კომპას კეი, ასევე გალაპაგოსზე გამოქვაბულებით მდიდარი კუნძული სანტაკრუზი, კენიაში საჰარა, ალიასკაზე ალესიკი, კარიბის კუნძულები, ნეპალი და ტიბეტი, ბრაზილიის პანტანა, კოსტა რიკა, ინდონეზია და გიგანტური კუების გრენადა.
უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელი ტურისტები ეკოტურიზმზე დღეში საშუალოდ 60 დოლარამდე, საკუთარ ქვეყანაში კი 90 დოლარამდე ხარჯავენ.