რუსი ოკუპანტები სამხედრო ბაზების მშენებლობისათვის საჭირო ინერტულ მასალებს მდინარე ენგურის სანაპიროდან იღებენ.
აგრესორებმა ენგურზე შესაბამისი სამუშაოები უკვე დაიწყეს. მათ იქ დამატებით სამშენებლო მასალა, მძიმე ტექნიკა და მუშახელი მიიყვანეს.
მთლიანად დარღვეულია მდინარის კალაპოტი, რაც, როგორც აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში აცხადებენ, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აყენებს არა მარტო გალის რაიონის, არამედ ზუგდიდის რაიონის დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობასაც.