ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი თომას ჰამარბერგი უკვე ცხინვალშია.
კომისარი ამ წუთებში პოსტკონფლიტური დარეგულირების საკითხებში ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულ ბორის ჩოჩიევთან მართავს შეხვედრას.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ჰამერბერგი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ადამიანის უფლებათა დამცველ დავიდ სანაკოევსაც შეხვდება.
ვიზიტის მიზანი გატაცებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვაა. თავად კომისრის თქმით, ის ასევე შეეცდება მოიძიოს ინფორმაცია, ომის დროს დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებაც.