ბათუმში მდებარე სასტუმრო "ინტურისტი" აუქციონზე ხვალ, 3 მაისს გავა.
სასტუმროს სააღსრულებლო ბიურო გაყიდის.
განცხადება სასტუმროს გაყიდვის თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს საიტზეა გამოქვეყნებული.
განცხადების თანახმად, პირველ იძულებით საჯარო აუქციონს მოვალე შპს ,,სასტუმრო ინტურისტ-პალასი"-ს ბალანსზე რეგისტრირებულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი ჯამბულ ძირკვაძე აცხადებს.
აუქციონი გამოცხადებულია ბათუმში, ნონეშვილის ქუჩა №11-ში არსებული 5 460 კვ.მეტრ მიწის ფართზე და 10528 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე. შენობა ოთხ სართულიანი კეთილმოწყობილი სასტუმროა.
შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთი, ავტომანქანები და შენობაში განთავსებული მოძრავი ნივთები შეფასებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის მიერ 70 322 401 ლარადაა შეფასებული.
კანონის შესაბამისად, კი, პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი საბაზრო ფასის ნახევარს, ანუ 35 161 200 ლარს შეადგენს.
კონკრეტულად ვინ არის *ინსტურისტის~ კრედიტორი და რა ოდენობის დავალიანება გააჩნია კომპანიას არ სახელდება.
ბათუმის სასტუმრო "ინტურისტი" 2004 წელს რუსეთში მომუშავე ქართველმა ბიზნესმენმა ლევან თურმანიძემ 3.2 მლნ აშშ დოლარად იყიდა. 2007 წელს კი, მფლობელი კომპანიისგან სასტუმრო იჯარით კომპანია *ლემეს ინვესთმენთ ჰოლდინგმა~ აიღო.
როგორც *ჯი-ეი-ეიჩ-ენს~ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლემა ლაშა მელიქაძემ განუცხადა, კომპანიას სასტმრო 10 წლიანი მართვის უფლებით აქვს აღებული და მას თუ რა პრობლემები შეექმნა მფლობელსა და ვის მიმართ რა ოდენობის დავალიანება დაუგროვდა, მმართველ კომპანიას არ ეხება.
მელიქაძის განცხადებით, "ინტურისტი~ ამ დროისთვის ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და სტუმრებს იღებს.