კიდევ ერთი ქართველი დააკავეს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ კირბალში, იუწყევა რუსთავი 2.
გატაცებული 36 წლის მამუკა სამხარაძეა. ის სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეშის მოსატანად იყო წასული. გატაცების ზუსტი დრო ცნობილი არ არის. როგორც ადგილობრივები ამბობენ მამაკაცი მე-3 დღეა არ გამოჩენილა.
გატაცებულის ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. რუსთავი 2-ის კორესპონდენტის ცნობით, მოქალაქეების გატაცების ფაქტები სოფელ კირბალში საკმაოდ ხშირია.