აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, არ იზიარებს მოსაზრებას, კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესების თაობაზე.
”ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, რესპუბლიკაში კრიმინოგენული ვითარება სერიოზულად გართულდა. ეს დაუსაბუთებელი მოსაზრებაა. არანაირი არგუმენტი და ან ციფრი არ მოჰყავთ”, - განაცხადა ხაჯიმბამ.
ხაჯიმბამ არგუმენტად მოიყვანა მისი შეხვედრა რუსეთის ელჩათან სემიონ გრიგორიევთან.
”ელჩმა განაცხადა, რომ უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში საელჩოს ძალინ ხშირად მიმართავდნენ რუსი მოქალაქეები, რომელთაც მოპარეს პასპორტები, დოკუმენტები რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის კვეთის დროს. დღეისთვის, ელჩის სიტყვებით, ასეთი ფაქტები საგრძნობლად შემცირდა. ეს ხდება მაშინ, როდესაც აფხაზეთში ტურისტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა“, - განაცხადა ხაჯიმბამ.