მცოცავი ოკუპაციის ხაზი კიდევ 800 მეტრით გადმოიწია. გავრცელებული ინფორმაციით, ქარელის რაიონში საოკუპაციო ძალებმა ახალი ბანერები დადგეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა სოფელ თამარაშენის მაცხოვრებელთა მიწები.
,,რუსთავი 2” - ის ინფორმაციით, ადგილობრივები და სამართლადამცველები აცხადებენ, რომ დაახლოებით 800 მეტრი ქართული მიწა სოფელ თამარშენში ოკუპანტებმა მოაქციეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ადგილზე სოფელ თამარაშენის მცხოვრებლებთან ერთად იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებიც განცხადებას სავარაუდოდ მოგვიანებით გააკეთებენ.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.