დღეს, 10 აგვისტოს, თბილისს ევროპის სუპერთასის ფინალისტი სკ "ბარსელონა" ეწვევა.
11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გასამართი ევროპის სუპერთასის მატჩის წინ საფეხბურთო კლუბმა "ბარსელონამ" გუნდის შემადგენლობა გამოაქვეყნა.
წინასწარი ინფორმაციით, „ბარსელონა“ თბილისში შემდეგი შემადგენლობით ჩამოვა: ანდრე ტერ შტეგენი, კლაუდიო ბრავო, ხორდი მასიპი, დუგლას პერეირა დოს სანტოსი, ხერარდ პიკე, ივან რაკიტიჩი, სერხიო ბუსკეტსი, დანი ალვეში, პედრო როდრიგესი, ანდრეს ინიესტა, ლუის სუარესი, ლიონელ მესი, რაფინია, ხავიერ მასკერანო, მარკ ბარტრა, მუნირ ელ-ჰადადი, სანდრო რამირესი, ხორდი ალბა, სერხიო რობერტო, ადრიანო, ტომაშ ვერმაელები, ჟერემი მატიუ, ალენ ჰალილოვიჩი, არდა თურანი და ალეიშ ვიდალი.
ტრამვის გამო თბილისში ვერ ჩამოვა ნეიმარი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბარსელონას ფეხბურთელებს ფანკლუბის წევრები და გულშემატკივრები დახვდებიან.
"ბარსელონა" სუპერთასის მატჩში "სევილიას" დაუპირისპირდება.
სუპერთასის ფინალისტი "სევილია" საქართველოში 9 აგვისტოს ჩამოვა.