დონეცკისა და ლუგანსკის საფეხბურთო ნაკრებებმა ამხანაგური შეხვედრა გამართეს. მატჩი დონეცკელებმა დიდი ანგარიშით 4:1 მოიგეს. შეხვედრა დონეცკში მეტალურგის სტადიონზე ჩატარდა. როგორც თამაშის დასრულების შემდეგ დონეცკის დეფაქტო ლიდერმა დენის პუშილინმა განაცხადა, მატჩით დონეცკში სპორტის აღორძიების ეპოქა დაიწყო.