დღეს, 1-ელ მაისს, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახსნის ინდოეთის ნაციონალურ გამოფენას "საუკეთესო ინდოეთიდან~. წარმოდგენილი იქნება ინდური ნაციონალური სუვენირები, საიუველირო ნაკეთობანი, ბიჟუტერია, სახლის აქსესუარები, ინდური ჩაი, ინდური სანელებლები, ინდური ტექსტილი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ხელნაკეთი ნივთები და სხვა.
პროექტის ორგანიზატორია "ა.ნ.ს. კორპორაცია" (ინდოეთი, ნიუ-დელი), მხარდამჭერები - ინდოეთის საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.
საგამოფენო პავილიონი, 1-იდან 10 მაისის ჩათვლით, 11:00-იდან 20:00 საათამდე ყოველდღე იმუშავებს.