შსს-ში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, - ამის შესახებ უწყების ახალმა ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, თუ ვინმე გასაშვები იყო, ამაზე მისმა წინამორბედმა უკვე იზრუნა.
რაც შეეხება მინისტრის მოადგილეებს, მღებრიშვილი აცხადებს, რომ ისინი პროფესიონალიზმით შეარია.
„ეს ადამიანები მუშაობდნენ. კრიტერიუმები კი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი. ეს არის პროფესიონალიზმი, თავისი საქმისადმი ერთგულება და ქვეყნის სიყვარული“, - განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება შს მინისტრის პირველი მოადგილის ადგილს, მღებრიშვილის თქმით, ის ჯერჯერობით ვაკანტურია, თუმცა საზოგადოება მის ვინაობას უახლოეს მომავალში გაიგებს.