რუსეთის ფედერაციამ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის სკოლადამთავრებულებს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში 150 ადგილზე ლიმიტი გამოუყო. ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის განათლების სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის გამგის ალა გაგიევას ინფორმაციით, რუსეთის მიერ ე. წ. სამხრეთ ოსეთის სტუდენტებისთვის გამოყოფილია ლიმიტები ისეთ სასწავლებლებში, რომლებიც მდებარეობენ სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვში, როსტოვში, ასტრახანში, ყუბანში და ა.შ..
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა აფხაზეთის ე. წ. მოქალაქეებს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისთვის 84 კვოტა გამოუყო. ამას გარდა, სეპარატისტული აფხაზეთისთვის ასევე გამოყოფილია 10 ადგილი ასპირანტებისთვის და 25 ადგილი მათთვის ვისაც კვალიფიკაციის ამაღლება სურს.