წითელუბანთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ისევ გამოჩნდა. ბანერი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კვლავ იმ ადგილას განათავსეს, სადაც რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებმა მისი დემონტაჟი განახორციელეს.
ადგილზე ვითარებას შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები სწავლობენ. მიმდებარე სოფლების მიმართულებით თავისუფლად გადაადგილება მხოლოდ ადგილობრივებისთვისაა დასაშვები.
შეგახსენებთ, ჟურნალისტებმა რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქცია გამართეს. მედიის წარმომადგენლებმა ხურვალეთი-ორჭოსანის მონაკვეთზე დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ამოძირკვეს და იქვე, ხევში გადააგდეს.