კონტროლის პალატა 2011 წლისთვის თავისი ბიუჯეტის 570 ათასი ლარით გაზრდას ითხოვს. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში კონტროლის პალატის ბიუჯეტი მომავალი წლისთვის იქნება 13 მილიონ 200 ათასი ლარი.
ბიუჯეტის გაზრდის მოთხოვნის არგუმენტად კონტროლის პალატა სამივლინებო ხარჯებს და უცხოელი ექსპერტების მოწვევას ასახელებს. რაც შეეხება კონტროლის პალატის მუშაობისთის განკუთვნილ ე. წ. სხვა ხარჯებს, ეს საკითხი კონტროლის პალატის არსებული ბიუჯეტით მოგვარდება.
პარლამენტი კონტროლის პალატისთვის 570 ათასზე მეტით გაზრდას ითხოვდა და პარლამენტის მოთხოვნით, კონტროლის პალატის ბიუჯეტი 2011 წლისთვის უნდა გაზრდილიყო 947 ათასით, თუმცა კონტროლის პალატა პარლამენტის მიერ განსაზღვრული თანხის 377 ათასით შემცირებას ითხოვს და მიიჩნევს, რომ საერთო ჯამში კონტროლის პალატის ბიუჯეტი მომავალი წლისთვის მხოლოდ 570 ათასი ლარით უნდა გაიზარდოს, კონტროლის პალატის ამ მოთხოვნას პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტიც ეთანხმება. საბოლოო გადაწყვეტილება კი აღნიშნული საკითხის სასესიო განხილვისას მოხდება.