სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე. წ. განათლების ექს-მინისტრს ალა ჯიოევას 2 წლისა და 2 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა პირობითად მიესაჯა. ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ჯიოევას თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება ბრალი.
"სასამართლოს გადაწყვეტილებით, ალა ჯიოევა ბრალდებულად იქნა აღიარებული და მას თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის მას პირობითად 2 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე მას დაეკისრა ჯარიმის გადახდა 120 000 რუსული რუბლის ოდენობით", _ იუწყება კომიტეტი.