ცხინვალის # 5 სკოლის აღდგენისთვის არხანგელსკის მცხოვრებლების მიერ შეგროვებული საქველმოქმედო თანხა გაქრა. ინფორმაციას ამის შესახებ არხანგელსკის რაიონის პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, თანხა არა მხოლოდ ათვისებული არ არის, არამედ დაკარგულიცაა.
"სულ შეგროვდა 82,1 მილიონ რუბლზე მეტი, ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, თანხა სამშენებლო ორგანიზაციებს გადაერიცხათ სარემონტო-აღდგენითი სამუშაოს ჩასატარებლად, თუმცა საპროექტო დოკუმენტაცია არ არსებობდა, რაც დარღვევაა. ფაქტობრივად, ამის გამო შეუძლებელი, გახდა თანხის ხარჯვასა და სამუშაოს შესრულებაზე კონტროლის განხორციელება", _ აცხადებენ არხანგელსკის პროკურატურის პრესსამსახურში.
მათი განცხადებით, პროკურატურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სკოლის აღდგენითი სამუშაო დასრულებული არ არის, შენობის ექსპლუატაცია არ დაწყებულა, ხოლო ფულადი სახსრები არ ათვისებულა და ფაქტობრივად დაიკარგა.
"საქველმოქმედო თანხას ცხინვალის სკოლისთვის არხანგელსკის მოქალაქეები, ორგანიზაციები და კერძო მეწარმეები აგროვებდნენ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის. აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე "გულგრილობის" მუხლით", _ იუწყება რუსული მედია.