ოპეკის "კალათის" ფასი გაიზარდა. საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, მომხმარებელთა და იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 29 აპრილის მდგომარეობით, ოპეკის "კალათის" ფასი ბარელზე 1,46 აშშ დოლარით გაიზარდა და 83,59 აშშ დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის, ოპეკის "კალათის" ფასის რეკორდულ მაჩვენებელს ბარელზე 140,73 აშშ დოლარი შეადგენს, რომელიც 2008 წლის 3 ივლისს დაფიქსირდა.