1 აგვისტოს, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ ტერიტორიაზე, საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს. სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ.ვ.-ს კუთვნილ ავტომანქანაში მოთავსებულ მგზავრის ბარგში მათ 80 აბი CODOLIPRANE და 12 აბი BROMAZEPAM BIOGARAN აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს.
ანალოგიური ფაქტი მოხდა 2 აგვისტოს, სგპ „სადახლო საავტომობილოს“ ტერიტორიაზეც. ირანის მოქალაქე ნ.გ.ა.-ის კუთვნილ ბარგში მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერება კოდეინის შემცველი მედიკამენტი ACETAMINOPHEN CODEINE 300/10 (20 აბი) აღმოაჩინეს. საქმე შემდეგი რეაგირებისთვის გადაეცა ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტს.