~საქართველოს ეკონომისტთა ფორუმი" სტუდენტებისთვის ოლიმპიადას აწყობს. ფორუმმა პროექტის "თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში 2010" პრზენტაცია დღეს უნივერისტეტის მაღლივ კორპუსში გამართა.
ოლიმპიადაში ბაკალავრიატის III-IV კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. ოლიმპიადა სამ ეტაპად გაიმართება. იგი ზოგად, მაკრო- და მიკროეკონომიკაში ტესტებს მოიცავს. გამარაჯვებული, სავარაუდოდ, 20 მაისისთვის გამოვლინდება.
ოლიმპიადაში პირველ ადგილზე გასული სტუდენტი 2 000 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული - 1 200 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გამარჯვებული 800 ლარის ფულად პრემიას მიიღებს.
ამასთან, პირველი ადგილის მფლობელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საჩუქრად პორატატულ კომპიუტერს გადასცემს.
გამარჯვებულები კურსის დასრულების შემდეგ სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმდებიან ან სტაჟირებას გაივლიან.