ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ -ის ორგანიზატორები, ღონისძიებას წარმატებულად აფასებენ. ფესტივალის უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენდნენ „თბილისი 2015“-ის მოხალისეები, რომლებიც განსაკუთრებული აქტიურობითა და მონდომებით გამოირჩეოდნენ.
3 აგვისტოს, „ჯინო ფერედაისში“ „თბილისი 2015“-ის მოხალისეებთან დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოხალისეებს „თბილისი2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სერტიფიკატები გადასცეს.
ღონისძიება ტორტის გაჭრითა და ფოიერვერკით დასრულდა.