ამერიკაში ბენზინის მარაგების შემცირების ფონზე, ნიუ-იორკის ბირჟაზე ნავთობის ფასები გაიზარდა.
სააგენტო "ბლუმბერგის~ ინფორმაციით, შუადღით ნიუ-იორკის ელექტრონულ ვაჭრობაზე ნავთობის ფასი 77 ცენტით 83.99 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ხოლო ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობზე Brent მარკის ნავთობის ფასი 72 ცენტით, 85.72 აშშ დოლარდე გაძვირდა.
აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტოს მიერ გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასულ კვირაში აშშ-ში ნავთობის მარაგები 1.9 მლნ ბარელით გაიზარდა, ხოლო ბენზინის 1.2 მლნ ბარელით შემცირდა.