მადრიდის რეალისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ თავის აგენტს ძვირადღირებული საქორწინო საჩუქარი გაუკეთა. ჟორჟე მენდესს მან საბერძნეთში პატარა კუნძული აჩუქა. მენდესმა გასულ კვირას თავის რჩეულ ანდრეზე იქორწინა. ქორწილს ცნობილი სახეებიდან ლეგენდარული შოტლანდიელი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონიც ესწრებოდა.