ესპანეთში უმუშევრობის დონემ 20%-ს მიაღწია რის შედეგადაც 4,6- მა მილიონმა კაცმა სამსახური დაკარგა. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" ესპანეთის მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება.
"სი-ენ-ენის" ინფორმაციით, ესპანეთში წლის პირველ მეოთხედში უმუშევრობის დონე 19%-ს აღწევდა, რამაც ესპანეთის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, ხოსე ლუის საპატერომ ქვეყნის პარლამენტს განუცხადა, რომ წლის ამ მონაკვეთში უმუშევრობამ პიკს მიაღწია და სავარაუდოდ ეს პროცესი უკან დახევას დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური კრიზისის შედეგად, ევროპაში სამსახური ყველაზე მეტმა ადამიანმა ლატვიაში დაკარგა. ამ მაჩვენებლით ესპანეთი მეორე ადგილზეა.