დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები და საკრებულოს დეპუტატები, ევროპის ახალგაზრდული მე-13 ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ის დახურვის საზეიმო, ფინალურ ცერემონიალს დაესწრნენ.
ღონისძიება ოლიმპიურ სოფელში, თეატრალური სანახაობით და გუნდურ შეჯიბრებეში გამარჯვებული პრიზიორების დაჯილდოვებით დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა საკრებულოს თავმჯდომარემ-გიორგი ალიბეგაშვილმა და თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ-გიორგი ტყემალაძემ მიიღეს.
წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ და პირველმა მოადგილემ, დედაქალაქის მერთან-დავით ნარმანიასთან და ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან-ზურაბ კაკაბაძესთან ერთად, ხელბურთში გამარჯვებული ვაჟთა და გოგონათა ნაკრები გუნდები დააჯილდოვეს. ბრინჯაოს მედალი-ნორვეგიის, ვერცხლის-დანიის, ხოლო ოქროს მედალი კი, რუსეთის წარმომადგენლებს გადაეცათ.
დაჯილდოვების ცერემონიალში მონაწილეობა აგრეთვე, სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა-ია მაკასარაშვილმა და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა-ირაკლი გვილავამ მიიღეს.
დეპუტატებმა, ფრენბურთში გამარჯვებულ ვაჟთა ნაკრებს გადასცეს პრიზები. ბრინჯაოს მედლით-იტალიის, ვერცხლის-ბულგარეთის, ხოლო ოქროს მედლით კი, პოლონეთის ნაკრები დაჯილდოვდა.
დაჯილდოვების ცერემონიალის დასრულების შემდგომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა პატრიკ ჯოზეფ ჰიკმა, ცერემონიალზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზედენტს ლერი ხაბელოვსა და ევროპის ახალგაზრდული ოლიპიადის „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს-ალექსი ახვლედიანს, ოლიმპიადის ფარგლებში გამართული ღონისძიებების წარმატებით განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადეს.
დავით ნარმანიამ, ოლიმპიადის დროშა, ნორვეგიის ქალაქ იორის მერის წარმომადგენელს, დევიდ ფეკეტს გადასცა, სადაც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისიდან გადაინაცვლებს.
საზეიმო ვითარებაში, სტუმრებს კიდევ ერთხელ მიეცათ ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ის მსვლელობის კადრების ხილვის საშუალება, რის შემდგომაც, მოედანზე ოლიმპიადაში მონაწილე 50 ქვეყნის წარმომადგენელმა, საკუთარი ქვეყნის დროშა აღმართა და შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
ფესტივალის ფინალური ცერემონიალისადი მიძღვნილი სხვადასხვა ნომრების წარმოდგენის შემდეგ, საზეიმო ღონისძიება ოლიმპიური ცეცხლის ჩაქრობის ცერემონიითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ევროპის ახალგაზრდული მე-13 ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ ოფიციალური დახურვის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.