სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ პირებს მოემსახურებიან, სხვადასხვა რეგიონებში ჯამში 46 საავადმყოფოს ააშენებენ.
სადაზღვევო ტენდერის შედგებზე დღეს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ისაუბრა.
ტენდერი, რომელიც მიმდინარე წლის 19 აპრილს მეორედ ჩატარდა, რეგიონების მიხედვით დაოყილ 26 სამედიცინო ცენტრზე იყო გამოცხადებული. გამარჯვებულ კომპანიების ვალდებულება კი, გარდა სახელმწიფოს მიერ დაზღვეულის მომსახურებისა სხვადასხვა რეგიონებში კლინიკების მშენებლობაც იყო.
თბილისში, შიდა ქართლსა და გურიაში მცხოვრებ სახლმწიფოს მიერ დაღვეულებს კომპანია ~ალფა~ მოემსახურება, იგი ვალდებულების შესაბამისად, ოზურგეთსა და კასპში კლინიკას ააშენებს.
თელავის, ახმეტის და ყვარლის რაიონების ლოტი "იმედი L"-მა მოიგო. იგი თელავში 70 საწოლიან საავადმყოფოს, ახმეტაში 15 საწოლიანს, ყვარელში 15 საწოლიან კლინიკას ააშენებს. მაგალითად, "GPI ჰოლდინგმა" მოიგო მცხეთა-მთიანეთის ლოტიმ სადაც იგი სამი წლით ყველა უმწეოს დააზღვევს, ამავდროულად ექნება ვალდებულება ააშენოს 15 საწოლიან საავადმყოფოები ყაზბეგში, მცხეთაში, დუშეთში და თიანეთში. Y
ტენდერის შედეგად სადაზღვევო ვაუჩერის ღირებულება, რომელიც მანამდე წელიწადში 180 ლარს შეადგენდა, 144 ლარამდე შემცირდა. სახელმწიფო სულ 1 250 000 პირს აზღვევს.
სადაზღვევო კომპანიებმა ყველა საავადმყოფოს მშენებლობა 2011 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაასრულონ. სახელმწიფომ უკვე განსაზღვრა საავადმყოფოების მინიმალური სტანდარტი და 2011 წლის 31 დეკემბრიდან ვერცერთი საავადმყოფო, რომელიც ამ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ პაციენტს ვერ მოემსახურება.