ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში მყოფი რუსული დელეგაცია არ ეთანხმება რეზოლუციის პროექტში სახელწოდებით "ომი რუსეთსა და საქართველოს შირის: ერთი წლის შემდეგ" წარმოდგენილ დასკვნებსა და შეფასებებს. ეს განცხადება დღეს რუსეთის დელაგაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე კოსაჩოვმა გააკეთა.
"ჯერ ერთი იქ არ არის ომი და დღეს ხალხი იქ არ იღუპება. მეორე კი არის ის, რომ იქ არც არავითარი ომი არ იქნება, იმიტომ რომ ყველაზე დამნაშავეობრივი აზროვნების პოლიტიკოსიც კი მეტს ვერ გაბედავს სამხედრო ავანტიურის წამოწყებას", _ აცხადებს კოსაჩოვი.
ამასთან ერთად, კოსაჩოვი აღნიშნავს, რომ "სამხრეთ ოსეთში გასულ წელს მომხდარი ტრაგედიის გამო იარები ჯერაც დარჩა. იარები რათქმაუნდა არის და არ არის საჭირო დაბლაგვებული პოლიტიკური სკალპელის მათი ხელახლა ხელის ხლება _ ჩვენი მოქმედებები უნდა იყოს ზუსტი, ადეკვატური და სამართლიანი",_ აცხადებს კოსაჩოვი.
რუსეთის დელეგაციის ხეოლმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ იგი არ ეთანხმება იმას,რომ დასკვნაში საუბარი მხოლოდ რუსეთზეა.
"იქ არაფერია საქართველოზე, თუმცა იგი ერთადერთია, რომელმაც XXI საუკუნეში გააკეთა ის რაც არ გააკეთეს კვიპროსმა, სერბეთმა, აზერბაიჯანმა და მოლდოვამ იმისათვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა სამხედრო გზით აღედგინათ. თან, რა თქმა უნდა კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებელი ადამიანების ნების საწინააღმდეგოდ", _ აცხადებს კონსტანტინე კოსაჩოვი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასსამბლეის მიერ ადრე მიღებული ორი რეზოლუციიდან "ზედმეტი რამეები, რომ ამოვყაროთ" დარჩება ასეთი რამ: "ქართველების მიმართ _ თავი დაანებონ ოსებზე თავდასხმას და რუსეთის მიმართ _ თავი დაანებოს ოსების დაცვას".
"ჩვენ ამას თავს არ დავანებებთ, მანამ ვიდრე, თბილისში ხელისუფლების სათავეში ის ძალები არიან ვინც ეს ყველაფერი მოაწყო და მანამ ვიდრე არ შეწყდება ამ ძალების ყველა არსებული საშუალებით დაცვა, მათ შორის ამ დარბაზშიც",_ აცხადებს კოსაჩოვი.
მისივე თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასსამბლეის ის 72 დეპუტატი, რომლებმაც ხმა მისცეს რუსული დელეგაციისათვის ხმის უფლების ჩამორთმევას, ის დეპუტატები არიან "ვისაც ძალიან უყვარს სტალინიზმის დანაშაულებების გახსენება".
"ცნობისათვის _ საქართველო _ მის ე.წ. საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში _ ესეც ქართველი სტალინის დანაშაულია, რომელმაც საქართველოს შემადგენლობაში, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ძალისმიერი მეთოდებით ხალხები შეიყვანა",_ აცხადებს კოსაჩოვი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასსამბლეის 72 დეპუტატს უცხადებს, რომ რამდენიმე დღეში მათ საკუთარი ჰალსტუხების ჭამა მოუწევთ.
"ერთი წლის წინ მთელმა მსოფლიომ ნახა თუ როგორ მიირთმევდა ჰალსტუხს ბატონი სააკაშვილი. ზეგ კი როდესაც აქ ქართული დელეგაციის მორიგი ინიციატივების განხილვა იქნება ჩვენი უფლებამოსილებების შესახებ, თქვენ თქვენი ჰალსტუხების გემოს გასინჯვა მოგიწევთ, იმ ჰალსტუხისა, რომელიც თქვენ სტალინის საქმის თანამედროვე გამგრძელებლებმა შეგიკრეს", _ აცხადებს კოსაჩოვი.