ირანი და შეერთებული შტატები შაბათს, 19 აპრილს რომში ბირთვული მოლაპარაკებების ახალ რაუნდს გამართავენ, რათა გადაწყვიტონ შესაძლო ბირთვული შეთანხმების საკითხი. იუწყება Reuters
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი მოლაპარაკებებს გამართავენ არაპირდაპირი გზით ომანის ოფიციალური პირის მეშვეობით, რომელიც გადასცემს შეტყობინებებს ორ მხარეს შორის.
არაღჩი რომში უკვე ჩავიდა. პარასკევს მოსკოვში მან თქვა, რომ ირანს მიაჩნია, რომ შეერთებულ შტატებთან მის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუ ვაშინგტონის მოლოდინები რეალისტური იქნება.
ირანელი ოფიციალური პირების თქმით, ირანის პოზიცია მოლაპარაკებებზე შემდეგი იქნება: ირანი არასოდეს დათანხმდება ურანის გამდიდრების ცენტრიფუგების დემონტაჟს, მთლიანად შეწყვეტს გამდიდრებას ან შეამცირებს გამდიდრებული ურანის მარაგს იმ დონეზე დაბლა, რომელიც 2015 წელის შეთანხმებით იქნა მიღწეული.
ირანი ასევე უარყოფს მოლაპარაკებებს თავდაცვის შესაძლებლობებზე, როგორიცაა მისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამა.