სპორტულ ტანვარჯიშში, მრავალჭიდის ფინალში საქართველოს გუნდის წევრი დიმიტრი გოვოროვი (Dmitrii Govorov) ივარჯიშებს და გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
მრავალჭიდის ჩემპიონატში სულ 24 სპორსტმენი მონაწილეობს. ფავორიტები ბრიტანელი, იტალიელი და რუსი სპორტსმენები არიან. საკვალიფიკაციო ეტაპზეც, ლიდერის პოზიციებს 85.000 და 83.700 ქულით, ბრიტანელი ჯო ფრეიზერი Joe Fraser) და ლორენცო რეჯინი-მორანი (Lorezno Regini-Moran) იკავებენ.
საკვალიფიკაციო ეტაპზე დიმიტრი გოვოროვმა ექვს იარაღზე იასპარეზა და 77. 050 ქულით 24 ფინალისტს შორის გასვლა შეძლო.
დღეს, სპორტულ ტანვარჯიშში მედლების ორი კომპლექტი გათამაშდება და გოგონათა და ვაჟთა შორის მრავალჭიდის გამარჯვებულები გამოვლინდება.