ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული რობიზონ ბეგლარაშვილი გვიან ღამით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალგაზრდა სპორტსმენს, რომელმაც საქართველოს გუშინ პირველი ოქროს მედალი მოუტანა თვალზე სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა.
ბეგლარიშვილს საავადმყოფოში გამოკვლევები ჩაუტარდა და ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
სპორტსმენი ამჟამად ოლიმპიურ სოფელში იმყოფება.
ძიუდოისტმა თვალის ტრავმა გუშინ ასპარეზობის დროს მიიღო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ძიუდოში 60 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა იტალიელი მანუელ ლომბარდო (manuel Lombardo) ვაზარით დაამარცხა.