დღეს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 57-ე შეხვედრა გაიმართება. ქართული მხარე რუსეთს საუკუპაციო ხაზიდან წაღებული ეროვნული დროშის დაბრუნებას მოსთხოვს. შეხვედრაზე ბოლო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ხურვალეთში განხორციელებულ ქმედებებს განიხილავენ. ქართული მხარე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაკარგული 2 მოქალაქის საკითხსაც დააყენებს.