მაღალი ძაბვის გამანაწილებელ ქვესადგურ "ორხევში" კომპანია `თელასის" მიერ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით მიმდინარე წლის 3 და 4 მაისს 10 საათიდან 17 საათამდე სამგორის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. 3 მაისს შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, „ალექსეევკის" დასახლების, ჭიჭინაძის ქუჩის (ნაწილობრივ), გუმათჰესისა და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. ელექტროენერგია შეუწყდება სამგორის რაიონის დასუფთავების სამსახურს და თბილისის მერიის ავტოფარეხს.
4 მაისს სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგია გაეთიშება კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, მოსკოვის გამზირის, თვალჭრელიძის ქუჩის (ნაწილობრივ), ჭიჭინაძისა და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს. ელექტრომომარაგება შეეზღუდება კომპანია „სანტეს" რძის კომბინატს და მეტროპოლიტენის მექანიკურ ქარხანას.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გათიშულ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.