საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შესაძლოა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს გადახედოს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი მისია ედუარდ გარდნერის ხელმძღვანელობით მეექვსე მიმოხილვის მოსამზადებლად უკვე მეორე დღეა მუშოაბს. შესაძლოა, ფონდმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესოს.
ედუარდ გარდნერის განცხადებით, ევროპაში ეკონომიკების დეფოლტი საქართველოზე გავლენას არ იქონიებს, თუმცა საქართველოს მსგავს ქვეყნებს ინვესტიციების მოზიდვა გაუჭირდებათ.
პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, ეკონომიკა წელს საქართველოში ნაცვლად დაგეგმილი 2 პროცენტისა, შესაძლოა, 3-5 პროცენტით გაიზარდოს. მისი თქმით, აღნიშნული ვარაუდის საშუაკებას პირველი კვარტლის შედეგები იძლევა.