საქართველოს უმსხვილესო საექსპორტო პროდუქცია მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ფეროშენადნობებია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ფეროშენადნობების წილზე საანგარიშო პერიოდში, მის წილზე ექსპორტის 17 პროცენტი მოდიოდა და 57 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა შეადგინა 38 მლნ აშშ დოლარით, რაც ექსპორტის 11 პროცენტია. მესამე ადგილს კი, დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქრო იკავებს. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი 2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2010 წლის იანვარ-მარტში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო 119 მლნ აშშ დოლარით, რომლის წილმა იმპორტში 12 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 67 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 7 პროცენტი იყო. წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების ჯგუფის იმპორტი 13 მლნ აშშ დოლარით და 49 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.