ზურაბ კახნიაშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია რომელმაც მედალი მოიპოვა. 50-კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ჩეხი დავით ვოპატი (Davit Vopat) ვაზარით დაამარცხა.
შეხვედრის დებიუტში ქართველი სპორტსმენი შიდოთი დაჯარიმდა. რის შემდეგ კახნიაშვილი გააქტიურდა და იუკო მოიპოვა. დაპირისპირების ბოლოსკენ კი ეფექტური გდებით ვაზარი დაიმსახურა და საქართველოს დელეგაცია ბრინჯაოს მედალი შესძინა.
შეჯიბრის მიმდინარეობის დროს ქართველმა ძიუდოისტმა ერთი ორთაბრძოლა დათმო. მერვედ ფინალში პრიზიორი რუმინელ ვლად ლუნკანი (Vlad Luncan) დამარცხა. რეპეშაჟებში კი ორი მეტოქე ბერძენი იონის აგკტზიდისი (Ionnis Agktzidis) და ჰოლანდიელი სტივენს კიელმანი (Stevens kielman) დაამარცხა.
შეჯიბრის დასრულების შემდეგ კახნიაშვილმა კომენტარი გააკეთა.
„რთული ორთაბრძოლა გამომივიდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს დელეგაციის პირველი პრიზიორი გავხდი. ვეცდები მომავალში შედეგი გავაუმჯობესო და სამშობლოს მხოლოდ ოქრო მოვუპოვო,“- ზურაბ კახნიაშვილი