ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ „თბილისი 2015-ზე“ გოგონათა შორის სიმაღლეზე ხტომის ფინალისტები გამოვლინდნენ. A საკვალიფიკაციო ჯგუფში ექვსმა სპორტსმენმა ერთნაირი შედეგი დააფიქსირა.
ლიტველმა ურტე ბაიკსტიტემ (Urte Baikstyte), ლატვიელმა დაგნია ციემატნიეცმა (Dagnija Ciematniece) ჩეხმა იანა ნოვოტნამ (Jana Novotma) ფინელმა საარა ჰაკანენმა (Saara Hakanen), რუსმა ეკატერინა პრიხდონოვამ (Ekaterina Prikhdonova) და შვეიცარიელმა ფიონა რუეტიმანმა (Fiona Ruettimann)1.72 მეტრის სიმაღლის ბარიერის დაძლევა მოახერხეს და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
მათთან ერთად ფინალში ნორვეგიელი ლეირფალ ბრემსეტი (Leirfall Thea Bremset) და უნგრელი ვიქტორია კრისტი (Viktoria Katalin Kriszt) გავიდნენ, რომლებმაც 1.69 მეტრის სიმაღლის ბარიერი დაძლიეს.
B საკვალიფიკაციო ჯგუფიდან ფინალში გასვლა ოთხმა მძლეოსანმა მოახერხა. შვედმა ჰელენა ნილსონმა (Helena Maja Nilsson) ირლანდიელმა სომერ ლეკიმ (Sommer Lecky) და ფრანგმა ჟულიეტ პერესმა ( Juliette Perez) ფინალში ასპარეზობის უფლება 1.72 მეტრის სიმაღლის ბარიერის დაძლევის შედეგად მიიღეს, სლოვენიელმა ნიკა პლანკარმა (Nika Plankar) კი 1.69 მეტრის სიმაღლის ბარიერი გადალახა. ქართველმა სიმაღლეზე მხტომელმა მარი მეჯიდოვამ B საკვალიფიკაციო ჯგუფში ბოლოს წინა, მეცხრე ადგილი დაიკავა. მან 1.65 მეტრის სიმაღლის ბარიერის დაძლევა ვერ მოახერხა.
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ „თბილისი 2015-ზე“გოგონათა შორის სიმაღლეზე ხტომის ფინალური ეტაპი 30 ივლისს, 17 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.