წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის შუამდგომლობით კნოლევში ე.წ. საგუშაგოსთან ქართულ მხარესა და ოს სეპარატისტებს შორის შეხვედრა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რესი" პოსტკონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების საკითხებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილეზე მერაბ ჩიგოევზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, გუშინ, კნოლევის ე.წ საგუშაგოსთან ქართული, რუსული, წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადების და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს, სადაც მხარეებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის უგზო-უკლოდ დაკარგული ე.წ. მოქალაქეების შესახებ იმსჯელეს.
"დღის პირველ ნახევარში შეხვედრაზე საორგანიზაციო საკითხები განვიხილეთ, რომელიც იმ შეთანხმებას ეხება, რომლის საფუძველზეც საკორდინაციო საკითხებზე შეჯერება უნდა მოხდეს. შეხვედრაზე ოსურმა და ქართულმა მხარეებმა საკუთარი ვერსიები წარმოადგინეს, ასევე თავისი წინადადებები წარმოადგინა წითელმა ჯვარმაც, რუსულმა მხარემ კი თავის ვარიანტის განხილვა ვერ მოასწრო, თუმცა მათ თავისი წინადადებები მოგვაწოდეს. მხარები აღნიშნულს განიხილავენ და იმედი გავქვს, რომ მომდევნო შეხვედრაზე შეთანხმებას ხელი მოეწერება", - აღნიშნა ჩიგოევმა.
ამასთან, ჩიგოევის მტკიცებით, მათ ყველანაირი მტკიცებულება აქვთ, რომ 7 ოსი, რომლიც უგზო-უკოდ დაკარგულად ითვლება ქართველი ძალოვანი სტრუქტურებს ჰყავთ დაკავებული. თუმცა სეპარატისტები ეჭვობენ, რომ ისინი კიდევ ცოცხლები იყვნენ, ამიტომ გუშინდელ შეხვედრაზე მათ უკვე დაკარგულების ცხედრების გადაცემის საკითხი დააყენეს.