სოხუმის რეჟიმი აფხაზეთში საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებას არ აპირებს.
ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა რუს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ჩვენ დიალოგს არ გავურბივართ და საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, თუმცა დამკვირვებლები იქ უნდა იყვნენ, საიდანაც შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხე მოდის", - განაცხადა ბაღაფშმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოსთხოვა რუსეთს ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება მისცეს.