საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმე დღეს ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.
სასამართლო სხდომაზე, სავარაუდოდ, ისევ ზურაბ ჟვანიას პირადი დაცვის წევრები დაიკითხებიან.
შეგახსენებთ, ჩვენება უკვე მისცეს ზურაბ ჟვანიას მეუღლემ და დაცვის სხვა ყოფილმა წევრებმა. საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, რომლებმაც ვერდიქტი ამ კვირის ბოლოს უნდა გამოიტანონ.