ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ პარლამენტი ე.წ. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს დღეს განიხილავს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რესი" ავრცელებს.
როგორც ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ ე.წ. სპიკერ სტანისლავ კოჩიევის სახელზე დეპუტატების ჯგუფის მოთხოვნა შევიდა, რომ მომდევნო სესიაზე ე.წ. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში შეეტანათ.
ამასთან, სეპარატისტული პარლამენტის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ე.წ. დეპუტატებმა ე.წ. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება კონკრეტული ფაქტების გამო მოითხოვეს.
ასევე დაგეგმილია, რომ ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. სამინისტროების საქმიანობის შესწავლის მიზნით, ახლო მომავალში ე.წ. საპარლამენტო კომისია შეიქმნება.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. პრემიერის ვადიმ ბროვცევსა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის ედუარდ კოკოითის გუნდს შორის დაპირისპირება რამდენიმე თვეა გრძელდება.