მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში, ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 15 წლის მოზარდს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, 15 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდს დიპლომატიური ნომრების მქონე ავტომობილი დაეჯახა, თუმცა აღნიშნულის დაკონკრეტებისგან, ან უარყოფისგან შსს-ში ამ ეტაპზე თავს იკავებენ.