ხვალ, 30 აპრილს, აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების მინისტრი შაჰინ მუსტაფაევი თბილისს დატოვებს.
ვიზიტის ფარგლებში, სასტუმრო "რედისონში" საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და შაჰინ მუსტაფაევმა გახსნეს.
აზერბაიჯანულ დელეგაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურს შეხვდა, რის შემდეგაც პოლოლიკაშვილმა და მუსტაფაევმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის საქონლისა და მომსახურების ბაზრებზე დაშვების ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების თაობაზე ორმხრივი ოქმი გააფორმეს.
ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანული დელეგაციამ დმანისი და მარნეულიც მოინახულა, სადაც შიდა ქართლის გუბერნატორს დავით კირკიტაძე შეხვდნენ.