საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისში~ დროებითი მმართველობის ვადის ერთი წლით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.
სემეკ-ის ცნობით, კომისიამ გადაწყვიტა აღიძრას შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე და შპს "ყასტრანსგაზ თბილისში~ სპეციალურ მმართველს, ანი თაქთაქიშვილს, უფლებამოსილება ერთი წლით _ 2011 წლის პირველი მაისამდე გაუგრძელდეს.
მარეგულირებელმა კომისიამ ~ყაზტრანსგაზ-თბილისში~ დროებითი მმართველი 2009 წლის 16 მარტს დანიშნა. სემეკ-ის გადაწყვეტილების მიზეზი გახდა დიდი ოდენობით კრედიტორული დავალიანება, რომელიც კომპანიას დაუგროვდა. იმ ეტაპზე კომპანიას 80 მლნ ლარზე მეტი კრედიტორული დავალიანება ერიცხებოდა, მათ შორის, 68 მლნ ლარი მიღებული ბუნებრივი გაზისთვის საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მართებდა.
არსებული ინფორმაციით, კომპანიამ დავალიანებიდან მხოლოდ 20 მლნ ლარი გაისტუმრა.