ხვალ, 30 აპრილს, სადაზღვევო ტენდერის შედეგები გახდება ცნობილი. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სადაზღვევო ტენდერის შედეგებს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური გამოაცხადებს.
იმ სადაზღევო კომპანიების გამოსავლენად, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ პირებს უნდა მომესახუროს, ტენდერი 19 აპრილს მეორედ გაიმართა. პირველი ტენდერი ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით 7 აპრილს ჩაიშალა. კვიტაშვილმა მაშინ სადაზღვევო კომპანიები ერთმანეთთან გარიგებაში დაადანაშაულა.
წინასწარი ინფორმაციით, მეორე ტენდერის შედეგად სადაზვევო ვაუჩერის ფასი, რომელიც მანამდე წელიწადში 180 ლარს შეადგენდა, 144 ლარამდე შემცირდა.
ტენდერი რეგიონების მიხედვით დაყოფილ 27 სამედიცინო ცენტრზე იყო გამოცხადებული, შესაბამისად, გამარჯვებული ის კომპანია უნდა გამხდარიყო, რომელიც კონკრეტულ სამედიცინო ცენტრზე სახელმწიფოს დაზღვეულის ყველაზე დაბალ ფასად მომსახურებას შესთავაზებდა.
წინასწარი ინფორმაციით, თბილისის სამედიცინო ცენტრს მიკუთვნებულ სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ პირების მომსახურებაზე ტენდერში კომპანია "ალფამ~ გაიმარჯვა. დეტალური ინფორმაცია კი, რომელ ცენტრს რომელი კომპანია მომესახურება 30 აპრილს გახდება ცნობილი.
2011 წლიდან სადაზვევო კომპანიები ვალდებულები იქნებიან სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ პირებს თანამდეროვე კლინიკებში მოემსახურონ. გამომდინარე აქედან, ტენდერის პირობების თანახმად, მათ სხვადასხვა რეგიონში კლინიკების რეაბილიტაცია ან ახლის აშენებაც მოუწევთ.
სახელმწიფო სულ 1 250 000 მოქალქეს აზღვევს.