ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო. ტუსკი ვითარების გასაცნობად, ევროკავშირის დამკვირვებლებთან ერთად, სოფელ ხურვალეთსა და წითეულბანში იმყოფებოდა.
მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოფელ ნადარბაზევში ჩავიდა, სადაც სპეციალურ დაფაზე წარმოდგენილ შემაჯამებელ ინფორმაციას გაეცნო.
დონალდ ტუსკმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და აღიშნა, რომ განმარტებას პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებს.