ეროვნული ბანკის 7-დღიან, #17 რეფინანსირების სესხების აუქციონზე დღეს 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სესხის განაცხადი ერთ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა. აუქციონზე საშუალო შეწონილი განაკვეთი 5 პროცენტით განისაზღვრა.